ახალი ამბები

“გუნდის ძირითადი შემადგენლობა რუსთავი 2-ზე რჩება” – “კომედი ჯგუფი”

27 აგვისტო, 2019 • 3660
“გუნდის ძირითადი შემადგენლობა რუსთავი 2-ზე რჩება” – “კომედი ჯგუფი”

“კომედი ჯგუფის” განცხადებით, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2-ზე” იუმორისტულ გადაცემას ამზადებდა, გუნდის ერთმა ნაწილმა “მთავარ არხზე” გადასვლა გადაწყვიდა, ძირითადი შემადგენლობა კი “რუსთავი 2-ზე” რჩება:

“რუსთავი 2-ზე 16-წლიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ “კომედი ჯგუფის” ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა, გადასულიყო “მთავარ არხზე”. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მეგობრებს. გუნდის ძირითადი შემადგენლობა კი ისევ რუსთავი 2-ის ეთერში ვიტყვით ჩვენს სათქმელს, მაყურებლის საყვარელი გადაცემებით და სხვა მრავალი სიახლით. ასევე, სრული დატვირთვით დაგიბრუნდებათ (ძველ სიხშირეზე) თქვენი უსაყვარლესი კომედი არხი”, – აცხადებენ “კომედი ჯგუფში”.

„კრემლის მთავარი მსახურის ეთერში ვერ დავრჩებით“ – კურიერის წამყვანებმა ეთერი დატოვეს [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი