ქართველმა ჩოგბურთელმა, მარიამ ბოლქვაძემ 26 აგვისტოს ამერიკის ღია პირველობის (US OPEN-ს) ძირითადი ბადის პირველი თამაში მოიგო.
ბოლქვაძემ, რომელიც რეიტინგში 202-ეა, სამ სეტში დაამარცხა მეტოქე, ამერიკელი ბერნანდა პერა (რომელიც რეიტინგში 65-ეა), ანგარიშით 6:3, 5:7, 6:4.
ბოლქვაძის მეორე წრის შეხვედრა 28 აგვისტოსაა ჩანიშნული. ის ეთანაშება მსოფლიოს მესამე ჩოგანს, კაროლინა პლისკოვას.
გარეკანის ფოტო: wtatennis.com