ახალი ამბებიკომენტარირეკლამა

მერაბ ფიფია: პატიმრებზე ზრუნვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაშივე უნდა დაიწყოს

25 აგვისტო, 2019 • 5311
მერაბ ფიფია: პატიმრებზე ზრუნვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაშივე უნდა დაიწყოს

მერაბ ფიფია, მთარგმნელი: 

ყოფილი პატიმრების მიმართ სტიგმა აუცილებლად უნდა მოიხსნას, ეს არ არის ადვილი საქმე. ყოფილი პატიმრები საზოგადოებაში დიდი ნდობით არ სარგებლობენ. სიტყვა „ნაციხარი“ უკვე განგაწყობთ უარყოფითად. დიდი არაფერია გაკეთებული, სახელმწიფო მხოლოდ დასჯით იყო დაკავებული, საზოგადოებაც არ იბერტყავდა ყურს. არადა, ყველამ უნდა მივიღოთ ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციაში მონაწილეობა. სახელმწიფო მარტო ვერაფერს გახდება, თუმცა ბევრი შეუძლია.

პატიმრებზე ზრუნვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაშივე უნდა დაიწყოს. მხედველობაში მაქვს მათთან საუბრები, დადგენა იმისა, თუ რა შეუძლიათ მათ, სად ისურვებდნენ მუშაობას. ამ საქმით სპეციალური სამსახური უნდა იყოს დაკავებული. უნდა არსებობდეს სააგენტო, რომელიც მათთვის სამუშაო ადგილების მოძიებით იქნება დაკავებული. ამაზე მეტი უნდა ვილაპარაკოთ სკოლებში, სასწავლებლებში, უნდა შეიქმნას ფონდი, რომელიც მათ პირველ ხანებში დაეხმარება.

გადარიცხვები, სპონსორები – ყველაფერი უნდა ამოქმედდეს ამ კეთილი საქმისთვის. მე სიამოვნებით მივიღებდი კამპანიაში მონაწილეობას. სახელმწიფოსთვის ყოფილი პატიმრების რესოციალიზაცია პრიორიტეტული მიმართულება უნდა იყოს. ამ ადამიანებს საზოგადოების სრულუფლებიან და ღირსეულ წევრებად უნდა ვაგრძნობინოთ თავი.

______________________

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

მასალების გადაბეჭდვის წესი