ახალი ამბები

უილიამ ლაჰიუ: ნატო არავის ჩათრევას არ გეგმავს, ქვეყნები თავად ითხოვენ წევრობას

19 თებერვალი, 2015 •
უილიამ ლაჰიუ: ნატო არავის ჩათრევას არ გეგმავს, ქვეყნები თავად ითხოვენ წევრობას

“ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ნატო არავის ჩათრევას არ გეგმავს ალიანსში. ქვეყნები თავად ითხოვენ წევრობას. ნატოს თითოეული წევრი სუვერენული ქვეყნაა, რომელიც თითონ წყვეტს ნატოში შესვლის თუ მეზობლებთან ურთიერთობის საკითხებს. რაც შეეხება არსებით პაკეტს და სამხედრო ინფრასტრუქტურას, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ინფრასტრუქტურა, რომელიც საქართველოშია, ეკუთვნის საქართველოს, მის ხელისუფლებას. ეს არ არის ეგრედ წოდებული ნატოს ინფრასტრუქტურა. ეს იქნება ერთობლივი დაწესებულება, რომელსაც ფლობს და ძირითადად ოპერირებს საქართველო, ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მხარდაჭერით. რაც შეეხება ინტეგრაციას, ეს მიმდინარე პროცესია. საქართველოს არ აქვს “მაპი” და თუ ტექნიკური თვალსაზრისით შევხედავთ, ამ მომენტში არავინ საუბრობს წევრობაზე ან კონკრეტულ თარიღზე, მაგრამ რეფორმების, მასთან დაახლობისა და სტანდარტების დაკმაყოფილების პროცესი უწყვეტია”, – განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.

 

ლაჰიუ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოხმაურა. სერგეი ლავროვმა გუშინ განაცხადა, რომ თუ ნატო პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს ალიანსში ჩასათრევად, მაშინ რუსეთი შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.

 

დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე. აბაშიძემ განაცხადა, რომ მოსკოვშიც, ბრიუსელშიცა და თბილისშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოსს ნატოში გაწევრიანება არ იგეგმება.

უილიამ ლაჰიუ
უილიამ ლაჰიუ

მასალების გადაბეჭდვის წესი