ახალი ამბები

ნიკა გვარამიამ “მთავარი არხის” ლოგო გამოაქვეყნა

21 აგვისტო, 2019 • 3734
ნიკა გვარამიამ “მთავარი არხის” ლოგო გამოაქვეყნა

ნიკა გვარამიამ პირად ფეისბუკ გვერდზე “მთავარი არხის” ლოგო გამოაქვეყნა. ეს არის ტელეარხი, სადაც “რუსთავი 2-ის” ყოფილი სახეების ნაწილი აპირებს მუშაობის გაგრძელებას.

ნიკა გვარამიას თქმით, ლოგოს ავტორი გიორგი გაბუნიაა.

“მთავარი არხის” 51%-იანი წილის მფლობელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაა, 49%-ს კი კახაბერ ანჯაფარიძე ფლობს. ანჯაფარიძე ასევე არის შპს “ინტერმედია პლუსის” მეწილე. ის იყო მეშვიდე მოწვევის (2008-2012) პარლამენტარი.

შპს “მთავარი არხის” დირექტორად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულები არიან “რუსთავი 2-ის” იურისტები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი, ფინანსური დირექტორი კი ირაკლი ნიჟარაძეა.

“წილების ეს კომპიზიცია დროებითია და პირობითი. მალე გაიგებთ ინვესტორების, შენობის, სიხშირის და, თქვენი დიდი იმედი გვაქვს, ანგარიშის შესახებ, რომელზე თქვენი შემონატანი ერთი ლარიც კი ძალიან დაგვეხმარება ჩვენ და იქნება ინვესტიცია საქართველოს დასავლურ და დემოკრატიულ მომავალში. მაშ ასე, ჩვენ ვიწყებთ! ძალიან მალე ეთერში! უფრო ადრე, ვიდრე გგონიათ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ რამდენიმე დღის წინ.

გარდა ამისა, მან 20 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც “რუსთავი 2-ის” დირექტორმა პაატა სალიამ ტელეარხის სახეები სამსახურიდან გაათავისუფლა, ნიკა გვარამიამ ყოფილ თანამშრომელს “მთავარ არხზე” გადასვლა შესთავაზა. გვარამიას თქმით, ის “მთავარ არხზე” კონტრაქტების გაფორმებას 26 აგვისტოდან დაიწყებს, ეთერში კი შემოდგომაზე გავა.

გვარამია: ორშაბათიდან ჟურნალისტებთან კონტრაქტების გაფორმებას ვიწყებ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი