ახალი ამბები

“კომედი არხმა” მაუწყებლობა შეწყვიტა

21 აგვისტო, 2019 • 1614
“კომედი არხმა” მაუწყებლობა შეწყვიტა

დღეს დილიდან ეთერში არ გავიდა „კომედი არხი“. არხი 2012 წელს დააფუძნა სატელევიზიო კომპანია “რუსთავი 2-მა”. 2018 წელს არხი დაიხურა, თუმცა 2019 წლის მაისიდან არხმა მაუწყებლობა კვლავ გააგრძელა.

“რუსთავი 2-ის” ეთერში 20 აგვისტოს საღამოდან არ გადის საინფორმაციო გამოშვება “კურიერი”, ახალი ამბები არც არხის ვებსაიტზე ქვეყნდება.

20 აგვისტოს „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ არხის წამყვანი ჟურნალისტები გაათავისუფლა, მათ შორის, საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე. ტელეარხს ტოვებენ სხვა ჟურნალისტებიც.

„კრემლის მთავარი მსახურის ეთერში ვერ დავრჩებით“ – კურიერის წამყვანებმა ეთერი დატოვეს [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი