ახალი ამბები

რ2-ის საინფორმაციო სამსახურს ნინო შუბლაძე უხელმძღვანელებს — იმედი

20 აგვისტო, 2019 • 2472
რ2-ის საინფორმაციო სამსახურს ნინო შუბლაძე უხელმძღვანელებს — იმედი

ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” საინფორმაციო სამსახურს ნინო შუბლაძე უხელმძღვანელებს. ნეტგაზეთმა ვერ მოახერხა თავად შუბლაძესთან დაკავშირება, თუმცა “იმედინიუსი” წერს, რომ იგი ამ ინფორმაციას არ უარყოფს.

განახლება: მეორე დღეს ნინო შუბლაძემ დაწერა, რომ ეს შემოთავაზება მიიღო, თუმცა გადაწყვეტილება არა. 

რამდენიმე საათით ადრე, როდესაც “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორს, პაატა სალიას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ნოდარ მელაძის პოზიციაზე დაინიშნებოდა თუ არა შუბლაძე, მან ეს შესაძლებლობა არ უარყო და თქვა: „ბევრ ვინმეს განვიხილავთ… ერთ-ერთ კანდიდატურად შეიძლება განვიხილოთ ნინო, თუმცა სხვა ადამიანებთანაც არის საუბარი“.

ნინო შუბლაძე ადრეც მუშაობდა რუსთავი 2-ზე — ის გენერალური დირექტორის მოადგილე და ასევე საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო. მან 2014 წელს დატოვა “რუსთავი 2”, რის შემდეგაც ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობდა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში. “რუსთავი 2-ის” უკვე ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს ასევე საჯაროდ თქვა, რომ შუბლაძე ბოლო პერიოდში “ქართული ოცნების” პიარგუნდში მუშაობდა.

შემოთავაზება მივიღე, გადაწყვეტილება – არა – ნინო შუბლაძე რ2-ში დაბრუნებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი