ახალი ამბები

შემოთავაზება მივიღე, გადაწყვეტილება – არა – ნინო შუბლაძე რ2-ში დაბრუნებაზე

21 აგვისტო, 2019 • 3669
შემოთავაზება მივიღე, გადაწყვეტილება – არა – ნინო შუბლაძე რ2-ში დაბრუნებაზე

ნინო შუბლაძე ადასტურებს, რომ “რუსთავი 2-ში” დაბრუნების შესახებ შემოთავაზება მიიღო, თუმცა ამბობს, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

“სალამი ყველას, სახედაკარგულებსაც! პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ არ მიმიღია გადაწყვეტილება მედიაში და კერძოდ, “რუსთავი 2-ში” დაბრუნების თაობაზე. შემოთავაზება მივიღე მხოლოდ… მეორე დღეა ვუყურებ სრულ ისტერიას. ოდესმე ამ შოკიდანაც, ალბათ, გამოვალ. ენას ძვალი არ აქვს, თუმცა ვინც მიცნობს ზუსტად იცის, არასოდეს მორალურ ზღვარს არ გადამიბიჯებია ადამიანებთან, ჩემს კოლეგებთან ურთერთობაში მიუხედავად იმისა, რომ მარტივი წლები არ გაგვივლია ერთად. არც ახლა გადავალ ამ ზღვარს. ამიფეთქდა ტელეფონი – თქვენი პიროვნული გამხნევება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

პ.ს. როგორც ჩემმა დამ მითხრა – საქმემან ჩემმან წარმომაჩინოს”, – წერს ნინო შუბლაძე ფეისბუკზე, საკუთარ გვერდზე.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორს, პაატა სალიას ჟურნალისტებმა გუშინ ჰკითხეს, გათავისუფლებულ ნოდარ მელაძის პოზიციაზე, ანუ “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ინიშნება თუ არა ნინო შუბლაძე.

სალიამ თქვა, რომ ერთ-ერთ კანდიდატურად შეიძლება განიხილებოდეს ნინო შუბლაძე, რომელიც აქამდეც მუშაობდა არხის გენერალური დირექტორის მოადგილისა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობებზე. მან „რუსთავი 2“ 2014 წელს დატოვა და ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლად გადაინაცვლა.

ერთ-ერთ კანდიდატურად შეიძლება განვიხილოთ ნინო შუბლაძე – სალია რ2-ის ახალი საინფორმაციოს უფროსის დანიშვნაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი