ახალი ამბები

ერთ-ერთ კანდიდატურად შეიძლება განვიხილოთ ნინო შუბლაძე – სალია რ2-ის ახალი საინფორმაციოს უფროსის დანიშვნაზე

20 აგვისტო, 2019 •
ერთ-ერთ კანდიდატურად შეიძლება განვიხილოთ ნინო შუბლაძე – სალია რ2-ის ახალი საინფორმაციოს უფროსის დანიშვნაზე

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორს, პაატა სალიას ჟურნალისტებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს, გათავისუფლებულ ნოდარ მელაძის პოზიციაზე, ანუ რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ინიშნება თუ არა ნინო შუბლაძე.

არხის დირექტორმა თქვა, რომ ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. „ამ ეტაპზე ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. საუბარი შეიძლება ძალიან ბევრ ადამიანზე მიდიოდეს. თუმცა, რა ვიცი… ამ ეტაპზე ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ბევრ ვინმეს განვიხილავთ… ერთ-ერთ კანდიდატურად შეიძლება განვიხილოთ ნინო, თუმცა სხვა ადამიანებთანაც არის საუბარი“.

სალიამ სხვა პირების შესახებ არაფერი თქვა.

ნინო შუბლაძე აქამდეც მუშაობდა არხის გენერალური დირექტორის მოადგილე და ასევე საინფორმაციო სამსახურის უფროსად. მან „რუსთავი 2“ 2014 წელს დატოვა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი