შეამოწმე, როგორ იცნობ კლასიკურ მუსიკას – ტესტი

ეს ტესტი კლასიკურ მუსიკაზეა. მოუსმინე და მიჰყევი მას, შედეგებში კი ჯადოსნურ ამბავს  დაგახვედრებთ. 

8-დან 22 სექტემბრამდე ეზიარე კლასიკურ მუსიკას ლეგენდარული დირიჟორების და ვირტუოზი სოლისტების შესრულებით. ისიამოვნე დღის და საღამოს კონცერტებით წინანდლის მამულის საკონცერტო დარბაზებში – უნიკალური აკუსტიკით და არქიტექტურული გადაწყვეტილებით გამორჩეულ 600-ადგილიან კამერული მუსიკის დარბაზში და 1200-ადგილიან ამფითეატრში. ფესტივალის წარმდგენია კომპანია სილქნეტი. ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ამ ბმულზე.

წინანდალი ძალიან უხდება რომანტიზმის ეპოქის მუსიკას, მართალია მუსიკალურ რომანტიზმთან ამ ადგილს პირდაპირი კავშირი არ აქვს, თუმცა სწორედ ჭავჭავაძეების მამულში ჩაეყარა საფუძველი ქართულ ლიტერატურულ რომანტიზმს. წინანდლის ულამაზეს სივრცეში კლასიკური მუსიკაც ხშირად ჟღერდა.

ფორტეპიანოს ჰანგებმა საქართველოში პირველად ხომ სწორედ ქართული რომანტიზმის ფუძემდებლის, ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლეში გაიჟღერა. ამ მოვლენასაც პირდაპირი კავშირი ჰქონდა რომანტიზმთან – უსაზღვროდ შეყვარებულმა რუსმა დიპლომატმა, პოეტმა და კომპოზიტორმა, ალექსანდრე გრიბოედოვმა საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი ინსტრუმენტი მის გულის სწორს, ნინო ჭავჭავაძეს მიართვა საჩუქრად. რის შემდეგაც ევროპული კლასიკური მუსიკა ხშირად ჟღერდა წინანდალში, მათ შორის, ალექსანდრეს ულამაზესი ქალიშვილების შესრულებით. 1839 წელს კი ქართული რომანტიზმის კიდევ ერთმა დიდმა წარმომადგენელმა, ნიკოლოზ ბარათაშვილმა ეკატერინე ჭავჭავაძეს ფორტეპიანოს ლექსიც კი მიუძღვნა – “…ნა ფორტეპიანოზედ მომღერალი”.

ხმა საკრავისა,
ნელ ნარნარისა,
სულს განახარებს;
და მშვენიერის
ენა ამიშლის
გულისა ჭირებს!

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი