შეჯახების შედეგად ორი მანქანა დაიწვა – არიან დაღუპულები [ვიდეო]

დღეს, 18 აგვისტოს, სამტრედია-სენაკის მაგისტრალზე, სოფელ ნოსირთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომანქანები აალდა და დაიწვა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი.

თვითმხილველის თქმით, გზის ამ მონაკვეთზე სამუშაოები ტარდება, მაგრამ შესაბამისი საგზაო ნიშნები არ არის განთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

შსს-ში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე დეტალების დაზუსტებაზე მუშაობენ.

ავარია სენაკთან

ავარია სენაკთან

ავარია სენაკში

დღეს, 18 აგვისტოს, სამტრედია-სენაკის მაგისტრალზე, სოფელ ნოსირთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომანქანები აალდა და დაიწვა. თვითმხილველის თქმით, ავარია გამოიწვია გზის საფარის მოუწესრიგებლობამ და შესაბამისი აღნიშვნის არ არსებობამ. გზის ამ მონაკვეთში ამოჭრილია ასფალტი და აქ ავარია რამდენიმე დღის წინაც მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიწვა 2 და დაშავდა 2 ადამიანი.ვრცლად: https://netgazeti.ge/news/387421/ვიდეოს ავტორი: გოგიტა ოდიშარია

Posted by netgazeti.ge on კვირა, 18 აგვისტო, 2019

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com