დღეს, 18 აგვისტოს, სამტრედია-სენაკის მაგისტრალზე, სოფელ ნოსირთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომანქანები აალდა და დაიწვა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი.

თვითმხილველის თქმით, გზის ამ მონაკვეთზე სამუშაოები ტარდება, მაგრამ შესაბამისი საგზაო ნიშნები არ არის განთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

შსს-ში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე დეტალების დაზუსტებაზე მუშაობენ.

ავარია სენაკთან
ავარია სენაკთან