ახალი ამბები

ანგელა მერკელი შესაძლოა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინონ

16 თებერვალი, 2015 • • 1466
ანგელა მერკელი შესაძლოა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინონ

დოიჩე ველეს” ინფორმაციით, 15 თებერვალს ბუნდესტაგის დეპუტატებმა ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირიდან – გეორგ ველმანმა და სილვია პანტელმა განაცხადეს, რომ უკრაინული კრიზის მოგვარებას მერკელის დამსახურებად მიიჩნევენ.

 

შედეგები, რომელსაც მერკელმა საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან ერთად მიაღწია ნორმანდიული ოთხეულის მოლაპარაკებების დროს მინსკში, შეგვიძლია დავარქვათ ,,გრანდიოზული’’, მიიჩნევს ველმანი. პარლამენტის წევრმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ არის ცნობილი, შეინარჩუნებენ თუ არა ზავის პირობებს დონბასში.

 

“მერკელისთვის ნობელის პრემიის მინიჭება ლოგიკური ნაბიჯი იქნება”, – განაცხადა ველმანმა. ,, როდესაც სხვა ევროპელი პოლიტიკოსები ცდილობენ  ერთმანეთს ევროპის სხვადასხვა ხალხი დაუპირისპირონ, მერკელი მიზნად მის გაერთიანებას ისახავს’’ , – ფიქრობს სილვია პანტელი.

 

ნობელის პრემიის კომიტეტის წესების მიხედვით, როგორც სხვადასხვა მთავრობის წევრებს, ისე საერთაშორისო სასამართლოებს, აქვთ უფლება თავისი კანდიდატის წარადგენის ნობელის პრემიაზე.

 

უკანასკნელად გერმანიის მოქალაქემ ნობელის პრემია 1971 წელს მიიღო, როდესაც ნობელის გერმანიის კანცლერ ვილი ბრანდტს გადაეცა. მას პრემია მშვიდობის დარგში მიენიჭა ,,აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის შესუსტებისთვის’’.

 

ანგელა მერკელი უკრაინის საკითხზე ბელორუსის დედაქალაქში 11 თებერვალს გამართული დახურული მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, რომელიც რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმიანიის პირველ პირებს შორის შედგა.

ანგელა მერკელი
ანგელა მერკელი

მასალების გადაბეჭდვის წესი