როტერდამის “ფეიენოორდთან” გასვლით შეხვედრაზე თბილისის დინამო ანგარიშით 4:0 დამარცხდა. ანგარიში მასპინძლებმა შეხვედრის 42-ე წუთზე გახსნეს.
დანარჩენი სამი გოლი კი დინამოს კარში მატჩის ბოლო წუთებზე გავიდა. “დინამოს” დავით კობოურმა 81-ე წუთზე ავტოგოლი გაიტანა, რამდენიმე წუთში კი ქართული კლუბის კართან პენალტი დაინიშნა, რომლის გატანაც მასპინძლებმა შეძლეს. საბოლოოდ კი შეხვედრის 87-ე წუთზე “ფეიენოორდმა” ანგარიში კიდევ ერთი გოლით გაზარდა და შეხვედრა 4:0 დასრულდა.
განმეორებითი შეხვედრა თბილისში 15 აგვისტოს შედგება. უეფას გადაწყვეტილებით, მატჩის მასპინძლობა”დინამოს” შესაძლოა ცარიელ ტრიბუნებზე მოუწიოს. როგორც კლუბში აცხადებენ, უეფას ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ:
“გაცნობებთ, რომ დინამო თბილისმა უეფადან მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ფეიენოორდთან თბილისში, საპასუხო შეხვედრის გულშემატკივრების გარეშე ჩატარებას გულისხმობს. დინამოს გასაჩივრებისთვის აქვს 5 დღე და, რა თქმა უნდა, გუნდი გაასაჩივრებს”, – აცხადებენ კლუბში.
უეფა: დინამო ფეინოორდთან თბილისში ცარიელი ტრიბუნებით ითამაშებს








