ახალი ამბები

უეფა: დინამო ფეინოორდთან თბილისში ცარიელი ტრიბუნებით ითამაშებს

8 აგვისტო, 2019 • 1614
უეფა: დინამო ფეინოორდთან თბილისში ცარიელი ტრიბუნებით ითამაშებს

თბილისის “დინამო” “ფეინოორდთან” განმეორებით მატჩს დინამო არენაზე ცარიელი ტრიბუნებით ჩაატარებს. აღნიშნული გადაწყვეტილება უეფამ აზერბაიჯანულ “გაბალასთან” თბილისში გამართულ შეხვედრაზე “დინამოს” გულშემატკივრების მიერ რასისტული ქცევის გამო მიიღო.

ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ქართული კლუბი 50 000 ევროთი დაჯარიმდება.

როტერდამის “ფეინოორდს” თბილისის “დინამო” 15 აგვისტოს თბილისში უმასპინძლებს. მანამდე კი უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო მატჩს “ფეინოორთან” დღეს, 21:30 საათზე გამართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი