ახალი ამბები

„დინამო თბილისი“: ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპულია!

10 აპრილი, 2024 • 1544
„დინამო თბილისი“: ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპულია!

„თბილისის დინამო“ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპულია.

„ჩვენი ევროპული მომავალი  ჩვენი ეროვნული არჩევანია. ევროპული ღირებულებები კი, რომელზეც ვდგავართ, მტკიცებას არ საჭიროებს. ჩვენი ევროპული ტიტულის მნიშვნელობას, ჩვენი ლეგენდების და წინაპრების მოტანილ საქართველოს სიამაყით ვიხსენებთ და ვუყურებთ. ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპულია!“, — ნათქვამია „დინამო თბილისის“ განცხადებაში.


მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი