ლარი დოლართან მიმართებაში გასული წლის ნოემბრიდან უფასურდება. გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში პროცესის შესაჩერებლად ეროვნულმა ბანკმა, დღევანდელის მსგავსად, 40-40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.


ნოემბერში განხორციელებული ტარნზაქციის შემდეგ ლარი აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით, მხოლოდ ერთი დღით გამყარდა. ასევე, მცირე ხნით მოხდა ლარის გამყარება დეკემბრის ტრანზაქციის შემდეგ. ეროვნული ბანკის დღევანდელი, 11 თებერვლის კურსით, 1 აშშ დოლარი 2.0421 ლარი ღირს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *