ახალი ამბები

ეროვნული ბანკი: საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ სავალუტო ინტერვენციებს

6 აგვისტო, 2019 • 1129
ეროვნული ბანკი: საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ სავალუტო ინტერვენციებს

ეროვნული ბანკის განცხადებით, ლარის კურსის გრძელვადიანი სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე იმოქმედებენ და დამატებითი ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში, გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის სავალუტო ინტერვენციებსაც, რათა არ დაუშვან მაღალი ინფლაცია.

რაც შეეხება მოკლევადიან დინამიკას, ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ ლარის კურსზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას და რეაგირებაც სხვადასხვა მიმართულებით უნდა განხორციელდეს:

“ეროვნული ბანკი, თავისი ფუნქციების აღსრულებისას, დამოუკიდებელია პოლიტიკური თუ სხვა გავლენებისგან და მოქმედებს კონსტიტუციით განსაზღვრული მანდატის ფარგლებში. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის პირობებში, ცენტრალური ბანკების მიზანია კურსის გრძელვადიანი სტაბილურობა, რაც ეროვნული ბანკის ამოცანის – ფასებისა და ფინანსური სისტემის სტაბილურობისათვის აუცილებელი პირობაა.

ლარის კურსის მოკლევადიან დინამიკაზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს და რეაგირებაც სხვადასხვა მიმართულებით უნდა განხორციელდეს. ჩვენ ვიმოქმედებთ კურსის გრძელვადიანი სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე და დამატებითი ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის სავალუტო ინტერვენციებსაც, რათა არ დავუშვათ მაღალი ინფლაცია”, – ამბობენ ეროვნულ ბანკში.

მასალების გადაბეჭდვის წესი