ახალი ამბები

თბილისის ზღვაზე მიწის თაღლითურად დარეგისტრირებისთვის ბრალი 7 პირს წაუყენეს

6 აგვისტო, 2019 • 1324
თბილისის ზღვაზე მიწის თაღლითურად დარეგისტრირებისთვის ბრალი 7 პირს წაუყენეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალი 7 პირს წაუყენეს.

როგორც საგამოძიებო ორგანო აცხადებს,, ბრალდებულებმა, მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების ყალბი აქტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს და თაღლითურად დაეუფლნენ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 9 000 კვ.მ მიწის ნაკვეთებს, რომლის საბაზრო ღირებულება 164 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი