“მრავალდღიანი შიმშილობა, რომელიც ბოლო წლებში უკვე მეოთხეა, შესაძლოა, მათ ჯანმრთელობაზე რთულად აისახოს. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური რეგულირების საკითხებში, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიმართა შუამდგომლობით, რომ სამხრეთ ოსეთის მხარეს ეცნობის პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ” – აცხადებენ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის პრეს-სამსახურში.
პატიმრების გათავისუფლების საკითხს, როგორც რეს-ი წერს, ცხინვალის მხარე მუდმივად აყენებს ჟენევის დისკუსიების დროს, „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ შეხვედრის ფარგლებსა და სხვა საერთაშორისო ფორუმებზე, სადაც ქართული მხარე მონაწილეობს.
სამივე პირი გორის ტერაქტის მოწყობის ბრალდებითაა გასამართლებული.
| ||