ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რატომ კრძალავენ აზერბაიჯანში ქუჩაში დახმარების თხოვნას

8 თებერვალი, 2015 • • 1236
რატომ კრძალავენ აზერბაიჯანში ქუჩაში დახმარების თხოვნას

ბოლო პერიოდში აზერბაიჯანში პოლიცია რეიდებს ატარებს და ქუჩაში მოწყალების თხოვნის მიზნით გამოსულ ადამიანებს აკავებს. ამ ადამიანთა უმეტესობა ბოშაა. დაკავების დროს სამართალდამცავები დაკავებულებს გაფრთხილებას აძლევენ, შემდეგ კი იმ რეგიონებში გზავნიან, სადაც საცხოვრებელი მისამართის მიხედვით არიან რეგისტირებული. 

 

აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს მდვინის მოადგილის, ეჰსან ზახიდოვის თქმით, ადამიანები, რომლებიც ქუჩაში სამათხოვროდ გამოდიან, დედაქალაქის ქუჩების სილამაზეს აფუჭებენ. შესაბამისად, მისი თქმით, აღნიშნული რეიდები ტარდებოდა და მომავალშიც ჩატარება. 

 

“რამდენიმე თვის შემდეგ ჩვენი ქვეყანა ისტორიაში პირველად უმასპინძლებს ევროპულ თამაშებს. ჩვენს ქალაქში მთელი მსოფლიოდან ბევრი სტუმარი ჩამოვა. არ გვინდა, რომ მათ ჩვენი ქვეყნის შესახებ არასწორი შთაბეჭდილება შეექმნათ”, – ამბობს ნეტგაზეთის რეპორტიორთან საუბარში აზერბაიჯანის შსს-ს წარმომადგენელი.

 

ღამის რეიდების დროს, თუკი პოლიცია დახმარების სათხოვნელად გამოსულ ბავშვებს აკავებს, მათ არასამთავრობო ორგანიზაცია აზერბაიჯანის ბავშვთა კავშირში აგზავნიან. პროცედურის მიხედვით, ამის შემდეგ, თავად არასამთავრობო და პოლიცია ეძებს ბავშვების ოჯახებს და პოვნისთანავე მათთან პროფილაქტიკურ ღონისძიებებს ატარებს და ბავშვებს ოჯხებში აბრუნებს.

 

2014 წელს არასამთავრობო ორგანიზაციის ბავშვთა სახლში თითქმის 20 ბავშვი მოხვდა. 

 

აღნიშნული არასამთავრობოს ხელმძღვანელი, კამალია აგაზადე სამინისტროს გადაწყვეტილებას მხარს უჭერს.

 

“თუმცა, ამ ბავშვების სახლებში დაბრუნების შემდეგაც, ისინი კვლავ დედაქალაქში ბრუნდებიან და მოწყალების თხოვნას აგრძელებენ. ისინი ამას სამუშაოდ მიიჩნევენ.”

 

2-4 იანვარს ბაქოში 98 ადამიანი დააკავეს, რომლებიც ქუჩაში დახმარებას ითხოვდნენ.


მსგავს რეიდებს პოლიცია ბაქოში სამი წლის წინ, ევროვიზია 2012-ის წინაც ატარებდა. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი