ახალი ამბები

პრემიერი: ამნისტიით გათავისუფლებულები, ვინც ეს ვერ დააფასა, უმკაცრესად დაისჯებიან

9 აპრილი, 2015 • 1028
პრემიერი: ამნისტიით გათავისუფლებულები, ვინც ეს ვერ დააფასა, უმკაცრესად დაისჯებიან

“ვინაიდან ადამიანებმა, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების დროს იყვნენ შეწყალებულნი, თუ ამნისტიის შედეგად გამოვიდნენ, და ეს ვერ დააფასეს, სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ასეთი ჰუმანური ნაბიჯი, მე მათ პირობას ვაძლევ ყველას, ვინც არ შეეშვება თავიანთ კრიმინალურ საქმიანობას, რომ სახელმწიფო იქნება დაუნდობელი მათი მისამართით. მე ამის პირობას ვდებ საჯაროდ და აქვე გეტყვით, რომ ყველა, ვინც ხელს აღმართავს სახელმწიფოს წინააღმდეგ, იქნება უმკაცრესად დასჯილი,”– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ქაშვეთში მოკლული პოლიციელის ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე.

 

შსს-ს ინფორმაციით, 4 აპრილს ღამით ვარკეთილში პოლიციელებს – ბექა მარგიშვილსა და ვალერიან გრძელიშვილს, სავარაუდოდ, შალვა აბულაძემ ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც მარგიშვილი გარდაიცვალა, გრძელიშვილი – მძიმედ დაიჭრა. მკვლელობაში ბრალდებული აბულაძე ციხიდან 2013 წელს ამნისტიის შედეგად გამოვიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი