ახალი ამბებისამართალი

რუსთავში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოვიღეთ – შსს

4 აგვისტო, 2019 • 1557
რუსთავში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოვიღეთ – შსს

შსს-ს განცხადებით, რუსთავში დააკავეს 1991 წელს დაბადებული პირი, რომლის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს, კერძოდ:

  • 709 აბი „მდმა“;
  • 86 აბი „სუბოქსინი“;
  • 93 აბი „სუბუტექსი“;
  • 3 აბი „B8“;
  • 119 შეკვრად დაფასოებული 1 კილო და 239 გრამი ე.წ. „ბიო“;
  • 28,890 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.

ბრალდებულს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შსს-ს განცხადებით, 30 ივლისს, რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, გ.ჰ. გადამოწმების მიზნით იმ დროს შეაჩერეს, როდესაც იგი ავტომანქანით გადაადგილდებოდა. პოლიციის ინფორმაციით, გადამოწმების პროცესში გ.ჰ.-მ საკუთარი ავტომანქანა მიატოვა და გაქცევა სცადა, მაგრამ იგი დააკავეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის მუხლებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი