ახალი ამბები

GR fest საპროტესტო წერილის გამო ფესტივალის ლოკაციას ცვლის

2 აგვისტო, 2019 • 2365
GR fest საპროტესტო წერილის გამო ფესტივალის ლოკაციას ცვლის

‎Georgian Rave‎ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ორგანიზატორებმა ქობულეთის მოსახლეობის ნაწილისა და სასულიერო პირებისგან საპროტესტო წერილი მიიღეს.

წერილის ხელმომწერები ეწინაარმდეგებიან სოფელ ციხისძირში, პეტრას ციხის ისტორიულ ადგილას, როგორც თავად აღნიშნავენ, “კაზანტიპის” მსგავსი ღონისძიების გამართვას და ამბობენ, რომ მათი პროტესტის შესახებ სასულიერო პირებიც არიან ინფორმირებულნი.

GR fest-ის ორგანიზატორების თქმით, წერილის 160-მდე ხელმომწერის მთავარი მოთხოვნაა, არ ჩატარდეს ფესტივალი პეტრას ციხის ტერიტორიაზე:

“ეს ადამიანები მამაოების კურთხევით ეწინააღმდეგებიან პროგრესს ჩვენს ქვეყანაში, მაშინ როდესაც საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან და საკვანძო როლს ასრულებს საკლუბო და საფესტივალო ტურიზმი, ღირსეულ მედიაგამოცემებში მუდმივად იწერება ამ სფეროში ჩვენი ქვეყნის წარმატებაზე. უამრავი ადამიანი ჩამოდის კონკრეტულ ღონისძიებაზე დასასწრებად.

მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალის ორანიზატორებს აქვთ წერილობითი თანხმობა აჭარის კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოსაგან, ესკალაციის თავიდან ასაცილებლად მიმდინარეობს მოლაპარაკება ლოკაციის შეცვლასთან დაკავშირებით, ახალი ლოკაცია აუცილებლად იქნება აჭარაში ზღვასთან ახლოს 10 აგვისტოს იგივე არტისტებით! იმედს ვიტოვებთ, ლოკაციის შეცვლა არ დაგვაბრკოლებს და ქართული რეივი ისევ ერთ მუშტად შეკრული ვიცეკვებთ”, – აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი