შაბათს ქობულეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. „მთავარი არხის“ ცნობით, მოკლულია 21 წლის რეზი ლომსაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს 30 წლის პირი, რომელიც, შსს-ს თანახმადვე, წარსულში ნასამართლევია.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა შაბათს, 13 აგვისტოს, ქობულეთში, „ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე“, ცივი იარაღით დაჭრა რეზო ლომსაძე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ლომსაძე სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
გამოძიება ამ ეტაპზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალი, სავარაუდოდ, მოგვიანებით დაზუსტდება.