ახალი ამბები

კეზერაშვილის ტელევიზია იქნება პირველი ღიად პარტიული არხი – გვარამია

1 აგვისტო, 2019 • 2427
კეზერაშვილის ტელევიზია იქნება პირველი ღიად პარტიული არხი – გვარამია

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ “არ არსებობს მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა, ეს არის მითი და მისი მხოლოდ ქართველ ჟიურნალისტებს შეიძლება სჯეროდეთ, ისიც იმიტომ, რომ ამ საკითხში არიან უცოდინრები.”

ნიკა გვარამიას რუსთაველის გამზირზე, აქცია-გადაცემაში კითხვა დაუსვეს იმის შესახებ, იქნება თუ არა დავით კეზერაშვილის მიერ დაანონსებული ტელევიზია პარტიული და როგორ აღიქვამს ის მიუკერძოებლობის საკითხს.

“კეზერაშვილის ტელევიზია ეს იქნება პირველი ღიად პარტიული ტელევიზია იმიტომ, რომ დამფუძნებლებში იქნება ის პირი, რომელიც არის იმ პარტიის გურუ, რომელზეც ვსაუბრობთ [ევროპული საქართველო]. ჩემთვის ეს ცუდს არ ნიშნავს. მე უპრობლემოდ ვუყრებ პარტიულ ტელევიზიებს. ჩვენ [რუსთავი 2] შეიძლება ვყოფილიყავით მრავალპარტიული ტელევიზია, არ ვიზიარებ, რომ ვიყავით ერთი პარტიის. ბევრი პარტიის წარმომადგენლად შეიძლება, რომ განვხილულიყავით. ]

მე ვიყავი ტელევიზიის პირველი დირექტორი და ვთქვი, რომ დიახ, ჩვენ მხარე ვართ და გვაქვს კონკრეტული პოზიცია და ამ პოზიციიდან ვუტევთ მთავრობას. რატომღაც ქართულ ჟურნალისტიკაში ჰგონიათ, რომ ნეიტრალობა არის საოცარი სიკეთე და სულ ამაზე უნდა ილაპარაკონ. ნეიტრალობაზე ბოდვა არ არსებობს, ნეიტრალობა სინამდვილეში არის ტყუილი. ყველა ადამიანს აქვს რაღაც პოზიცია და იცავს ამ პოზიციას. აშშ-ში თუ ყველა ტელევიზია პოზიციონირებს რაღაცნაირად, საქართველოში რატომ არ უნდა იყოს ეს. ნეიტრალობა ევალება ერთადერთი საზოგადოებრივ მაუწყებელს”, – თქვა ნიკა გვარამიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი