“სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიის მდგომარეობაზე რაიმე სახის დასკვნების გამოტანა ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ, რომლებიც არც კი ყოფილან არასდროს აქ, უბრალოდ, აბსურდია, “- ამბობს სანაკოევი.
მისი თქით, Freedom House-ის ანგარიშები “მიკერძოებულია და არ ასახავს რეალურ სურათს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ცალკეულ ქვეყნებში. Freedom House ქვეყნებს აფასებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც აფინანსებს მათ საქმიანობას. ეს პოლიტიკურ დაკვეთას ჰგავს.”
სამხრეთ ოსეთის თავისუფლების ინდექსი Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით 6,5-ია. მეთოდოლოგიის შესაბამისად, თითოეული ქვეყანა ფასდება 1-დან 7 ქულამდე, სადაც 1 სრულ თავისფლებას, ხოლო 7 ყველაზე ნაკლებ თავისუფლებას ნიშნავს.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. | |