ახალი ამბები

ლენტეხში სოკოთი სამი ადამიანი მოიწამლა, მათგან ერთი გარდაიცვალა

29 ივლისი, 2019 • 1146
ლენტეხში სოკოთი სამი ადამიანი მოიწამლა, მათგან ერთი გარდაიცვალა

ლენტეხში სოკოს ჭამის შედეგად 3 ადამიანი მოიწამლა, რომელთაგან ერთ ადგილზევე, ნახევარ საათში დაიღუპა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის სამედიცინო დირექტორმა დავით ჯანაშიამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, მოწამლულებიდან ორი ადამიანი მკურნალობას სწორედ ამ კლინიკაში აგრძელებს და მათი მდგომარეობა მძიმეა. პაციენტებს უტარდებათ ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა ტიპის სოკომ გამოიწვია მოწამვლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი