ახალი ამბები

გიორგი პაპუაშვილი ევროსასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

30 იანვარი, 2015 •
გიორგი პაპუაშვილი ევროსასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

 

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე დინ შპილმანს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ორი სასამართლოს პრაქტიკის დაახლოების ასპექტები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, მათ შორის  ბოლო,  რომელიც ირიბი ჩვენების  საფუძველზე  გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისა  და  პირის ბრალდებულად  ცნობის შესაძლებლობას ეხება.  

 

გიორგი პაპუაშვილი  და დინ შპილმანი
გიორგი პაპუაშვილი და დინ შპილმანი

დინ შპილმანმა გიორგი პაპუაშვილისგან მიიღო მოწვევა და გამოთქვა სურვილი,  ბათუმს სტუმრის სტატუსით ეწვიოს სექტემბერში საერთაშორისო კონფერენციაზე „საკონსტიტუციო სასამართლოების და რელევანტური ინსტიტუტების მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების გამოყენება: გამოწვევები დიალოგისთვის“.

 

კონფერენციას უმასპინძლებს  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის თავმჯდომარე.  დაგეგმილ ღონისძიებაზე  ბათუმს ეწვევიან 41 ევროპული ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოებისა და სხვა რელევანტური ინსტიტუტების თავმჯდომარეები  და სხვა მაღალი რანგის დელეგატები“. 

მასალების გადაბეჭდვის წესი