ახალი ამბები

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე სამართლიან და გამჭვირვალე პროცესს მოველით – EBRD

25 ივლისი, 2019 • 865
ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე სამართლიან და გამჭვირვალე პროცესს მოველით – EBRD

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებას ეხმიანება და სამართლიან და გამჭვირვალე გამოძიებას ელის:
“ჩვენ ველით სამართლიან და გამჭვირვალე პროცესს, ასევე, სწრაფ გადაწყვეტილებას, რომელსაც ნეგატიური გავლენა არ ექნება ბანკის საქმიანობაზე”, – აცხადებს EBRD .

EBRD მიესალმება გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დატოვეს თანამდებობები თიბისი ბანკის ჯგუფში.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 24 ივლისს “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წაუყენა  სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ნიშნავს. 

გამოძიება ჯაფარიძეს და ხაზარაძეს 16 754 000 ამერიკული დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს.  საუბარია 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციზე. 

ხაზარაძე და ჯაფარიძე წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ სახელწიფო მანქანა ანაკლიის პორტის გამო ებრძვის. 

შეშფოთებული ვართ, ბრალის კონტექსტისა და დროის გარემოების გამო – აშშ ხაზარაძე-ჯაფარიძეზე

მასალების გადაბეჭდვის წესი