ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანში მოვაჭრეთა საპროტესტო აქციები გრძელდება

29 იანვარი, 2015 •
ერევანში მოვაჭრეთა საპროტესტო აქციები გრძელდება

ბიზნესმენების აქცია სომხეთში; ნეტგაზეთი
ბიზნესმენების აქცია სომხეთში; ნეტგაზეთი


მორიგ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა 2000-მდე ადამიანმა მიიღო. აქცია 29 იანვარს,  დილით, სომხეთის მთავრობის სახლიდან დაიწყო. თუმცა პრემიერ-მინისტრმა, მოუცლელობის მიზეზით, უარი თქვა დემონსტრანტებთან შეხვედრაზე, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრიდან პრეზიდენტის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს.

 

დემონსტრანტები სკანდირებდნენ ლოზუნგებს კანონში ახალი ცვლილებების შეტანის შეჩერების მოთხოვნით. ისინი ფიქრობენ, რომ ამ ცვლილებების შედეგად ისედაც მცირე მოგებას საერთოდ დაკარგავენ.


ბიზნესმენების აქცია სომხეთში; ნეტგაზეთი
ბიზნესმენების აქცია სომხეთში; ნეტგაზეთი

 

აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ ამ პრობლემის მოგვარებით უშუალოდ პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი დაკავდეს.

 

პროტესტის მონაწილეებმა, რომელთა რიცხვი სულ უფრო იზრდებოდა, განაცხადეს, რომ უკან არ დაიხევენ. მათი თქმით, ისედაც ძლივს გააქვთ თავი და ცვლილებები  “ბრუნვის გადასახადის შესახებ” კანონში საერთოდ მინიმუმამდე დაიყვანს მათ მოგებას.


“ბრუნვის გადასახადის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 1 თებერვლიდან სახელმწიფო აპირებს მცირე და საშუალო ბიზნესს ანგარიშ-ფაქტურებზე კონტროლი გაუმკაცროს. მოვაჭრეები ვალდებული იქნებიან სომხეთის ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ანგარიში და ანგარიშ-ფაქტურა ყველა პროდუქციაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, საგადასახადო სამსახურის მიერ დაჯარიმდებიან.

 

აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ ახალი მოთხოვნების შესრულება შეუძლებელია, რადგან მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები თითქმის არასოდეს აწვდიან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს დოკუმენტაციას საქონელის შესახებ.


ბიზნესმენების აქცია სომხეთში; ნეტგაზეთი
ბიზნესმენების აქცია სომხეთში; ნეტგაზეთი

პროტესტი “ბრუნვის გადასახადის შესახებ” კანონის გამო ჯერ კიდევ 2014 წლის სექტემბერში დაიწყო. საპროტესტო გამოსვლების გამო ხელისუფლებამ მაშინ კანონის ძალაში შესვლა 2015 წლის 1 თებერვლამდე გადაიტანა.


ბიზნესმენების აქცია სომხეთში; ნეტგაზეთი
ბიზნესმენების აქცია სომხეთში; ნეტგაზეთი


ბიზნესმენების აქცია სომხეთში; ნეტგაზეთი
ბიზნესმენების აქცია სომხეთში; ნეტგაზეთი


ბიზნესმენების აქცია სომხეთში; ნეტგაზეთი
ბიზნესმენების აქცია სომხეთში; ნეტგაზეთი


ბიზნესმენების აქცია სომხეთში; ნეტგაზეთი
ბიზნესმენების აქცია სომხეთში; ნეტგაზეთი


ბიზნესმენების აქცია სომხეთში; ნეტგაზეთი
ბიზნესმენების აქცია სომხეთში; ნეტგაზეთი



 მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 


მასალების გადაბეჭდვის წესი