შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი სამარღანიშვილი იქნება. უწყება ამბობს, რომ ის სულხან თამაზაშვილმა თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.
უწყების ცნობითვე, გიორგი სამარღანიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე პოლიციის პოლკოვნიკი არჩილ მახარაძე შეცვალა, რომელიც საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე გააგრძელებს.
სამარღანიშვილი მანამდე გლდანი ნაძალადევის მთავარი სამმართველოს უფროსის პოსტს იკავებდა.
