ახალი ამბები

ქარელი: ოქრუაშვილი ხალხს ავარჯიშებდა ხალვაშის ხელმოწერის გასაყალბებლად

23 ივლისი, 2019 • 3264
ქარელი: ოქრუაშვილი ხალხს ავარჯიშებდა ხალვაშის ხელმოწერის გასაყალბებლად

შიდა ქართლის ყოფილი რწმუნებული მიხეილ ქარელი აცხადებს, რომ პირადად შეესწრო როგორ ცდილობდა ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშის ხელწმოერის გაყალბებას. ქარელი ირწმუნება, რომ რამდენიმე ადამიანს ოქრუაშვილი გარკვეული ხნის განმავლობაში ავარჯიშებდა, ხალვაშის ხელმოწერისთვის რომ მიემსგავსებინათ:

“მე მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის გაყალებებული ხელმოწერა. მე პირადად ვარ შესწრებული, როდესაც მან მოიტანა, ეს ხდება პარიზში, ნიმუში ამ ხელმოწერის და იქ მყოფ ადამიანებს სთხოვა გაეყალბებინათ ხელმოწერა. გარკვეული ხნის განმავლობაში ის ავარჯიშებდა ამ ადამიანებს. მე მზად ვარ, როგორც გამოძიებას, ასევე სასამართლოს წინაშე, ვთქვა ამ ადამიანების სახელი და გვარები” ,- ამბობს ქარელი “მაესტროს” მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

ირაკლი ოქრუაშვილი ბრალდებებს აბსურდულად და სასაცილოდ მიიჩნევს.

საუბარია დოკუმენტზე, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის თქმით ამტკიცებს, რომ ქიბარ ხალვაში ნომინალური ფიგურა იყო და რუსთავი 2 რეალურად თავად ოქრუაშვილმა იყიდა. პოლიტიკოსი აცხადებს, რომ დოკუმენტზე ხალვაშის ხელმოწერაა დაფიქსირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი