ახალი ამბები

R2-ის ჟურნალისტები დიპლომატებს და NGO-ებს შეხვდნენ

22 ივლისი, 2019 • 919
R2-ის ჟურნალისტები დიპლომატებს და NGO-ებს შეხვდნენ

“რუსთავი 2-ის” ჟურნალისტები დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ჟურნალისტებმა მათ საკუთარი განცხადება გააცნეს:

“ქიბარ ხალვაშის დღევანდელი განცხადება, სადაც ის არხის მუშაობას დესტრუქციად აფასებს და ღიად მიანიშნებს, რომ მისთვის არსებული სარედაქციო პოლიტიკა მიუღებელია, ჟურნალისტების მიერ აღიქმება, როგორც ცენზურის დაწესებისა და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობა” ,- აცხადებენ ტელეკომპანიის წარმომადგენლები.

შეხვედრას ესწრებოდა Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებული დირექტორი გიორგი გოგიაც. როგორც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ “კურიერს” უთხრა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მედიამრავალფეროვნება ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ხელისუფლებამ და ახალმა მფლობელმა ყველაფერი უნდა გააკეთონ ამ მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად:

“დღესდღეობით ქვეყანაში არაებული სიტუაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მედიამრავალფეროვნება. რუსთავი 2 ერთ-ერთი ის კრიტიკული მედიაა, რომელიც ამ მედიამრავალფეროვნების ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, როგორც ახალი მფლობელის მიერ, ასევე ხელოსუფლების მიერ, რომ არ დაირღვეს ეს მედიათავისუფლება, მედიამრავალფეროვნება, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს”, – ამბობს გოგია.

მასალების გადაბეჭდვის წესი