ახალი ამბები

ქიბარ ხალვაშმა ოქრუაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა

22 ივლისი, 2019 • 1824
ქიბარ ხალვაშმა ოქრუაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა

ქიბარ ხალვაშმა ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა. როგორც ხალვაშის ადვოკატმა განაცხადა, პროკურატურას მიმართეს, რადგან ოქრუაშვილის მხრიდან ადგილი აქვს ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ქონებრივი უფლების მიღების მცდელობას:

“მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურატრას გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ვინაიდან ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ადგილი აქვს ქონებრივი უფლების მიღების მცდელობას. ხელმოწერების ნამდვილობასთან დაკავშირებით სამხარაულის ეროვნულ ბიუროში დანიშნულია ექსპერტიზა. შესაბამისად, დაველოდოთ ექსპერტიზის პასუხებს, გამოძიების პსუხებს. ამდენად, ამ ეტაპზე სხვა კომენტარის გაკეთება გამიჭირდება”, – ამბობს ხალვაშის ადვოკატი.

თავის მხრივ, ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ დოკუმენტები ნამდვილია, თუმცა ხალვაში ხელმოწერის ნიმუშის დასატოვებლად სამხარაულის ესქპერტიზის ბიუროში არ მიდის:

“პროკურატურაში რატომ შეაქვთ, იურიდიულად ამას ვერ ვხვდები. სასამართლოში მე 3 წელია ვდავობ ფინანსურს ნაწილზე, რომ მას აქვს ჩემი ვალი. იქ მან ეჭვქვეშ დააყენა ამ ხელმოწერის ნამდვილობა და სასამართლომ ეს ხელშეკრულება სამხარაულში გადააგზავნა. 8 თვეა ხალვაში არ ცხადდება ექსპერტიზის ბიუროში და პროკურატურაში რატომ დავობენ, ჩემთვის გაუგებარია. მიბრძანდნენ, დატოვონ ხელმოწერა და თავის საქმე გააკეთონ”, – ამბობს ოქრუაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი