ახალი ამბები

დაკავებულია პირი, რომელიც ირანის მოქალაქეს ქართულ პასპორტს ფულის სანაცვლოდ ჰპირდებოდა – საგამოძიებო

22 ივლისი, 2019 • 618
დაკავებულია პირი, რომელიც ირანის მოქალაქეს ქართულ პასპორტს ფულის სანაცვლოდ ჰპირდებოდა – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებული დაუკავშირდა ირანის მოქალაქეს, შევიდა მასთან ნდობაში და  დაარწმუნა, რომ სანაცნობო წრის მეშვეობით შეეძლო დახმარებოდა მას საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის და პასპორტის ოფიციალურად მიღებაში, რაშიც მოითხოვა 7 000 აშშ დოლარი. ბრალდებული დააკავეს მოთხოვნილი თანხის ნაწილის, 440 ლარის აღების ფაქტზე.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი