ახალი ამბები

ოქრუაშვილმა გამოძიებას უთხრა, რომ დვალს და აქიმიძეს აიძულეს რუსთავი 2-ის წილების დათმობა – დვალი

21 ივლისი, 2019 • 1707
ოქრუაშვილმა გამოძიებას უთხრა, რომ დვალს და აქიმიძეს აიძულეს რუსთავი 2-ის წილების დათმობა – დვალი

ტელეკომპანია  რუსთავი 2-ის დამფუძნებელი დავით დვალი ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც მისი თქმით, ამოწერია ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გამოძიებისთვის 2014 წელს მიცემული ჩვენებიდან.

ამ ინფორმაციის თანახმად, ოქრუაშვილმა იცოდა, რომ დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს აიძულეს წილების დათმობა.

“ეს არის  ამონაწერი ჩვენებიდან. ჩვენ, როგორც დაზარალებულებს გვაქვს მასალების გაცნობის უფლება და ამოწერა. საწუხაროდ არ გვაქვს ასლის გადაღების უფლება, თუმცა ეს არ ზღუდავს გადმოწერილის გასაჯაროვებას”, – უთხრა დვალმა “ნეტგაზეთს” და შემდეგი ამონაწერი მიაწოდა:


ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენება

2014 წლის 1 აპრილი

2004 წლის აპრილში ან მაისში სააკაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა დახურული შეხვედრა: ესწრებოდნენ ოქრუაშვილი ადეიშვილი და მერაბიშვილი. შეხვედრა ეხებოდა ქვეყანაში მიმდინარე საკითხებს, მათ შორის სატელევიზიო კომპანიებს, პრეზიდენტის აზრით შესაძლოა 2-ის საინფორმაციო პოლიტიკა ხელისუფლებისათვის საფრთხის შემცველი გამხდარიყო, ამისთვის სააკაშვილისგან მივიღეთ დავალება დაგვეწყო მოლაპარაკებები დამფუძნებლებთან წილთა გასხვისების შესახებ. მისი განმარტებით ის უშუალოდ აწარმოებდა მოლაპარკებებს ერასტი კიწმარიშვილათან. დვლათან და აქიმიძესთან მე მქონდა დაძაბული ურთიერთობა და შესაბამისად მოლაპარაკება დაევალათ ადეიშვილს და მერაბიშვილს.

პრეზიდენტის მითითებით მფლობელების დაყოლიების შემდეგ წილები უნდა გაფორმებულიყო საზოგადოებისთვის ცნობილ ბიზნესმენზე. დასასრულს სააკაშვილმა აღნიშნა რომ ტელევიზიის ხელში ჩაგდება უნდა მომხდარიყო რაც შეიძლება მალე, ინფორმაცია ცნობილი არ უნდა გამხდარიყო ფართო მასებისთვის. ჩემი ინფორმაციით დვალი და აქიმიძე თავდაპირველად უარს აცხადებდნენ წილების გასხვისებაზე, ისე რომ მათთან მოლაპარაკების პროცესი გაიწელა რამდენიმე კვირის მანძილზე. ერთ ერთ შეხვედრაზე ადეიშვილმა და მერაბიშვილმა  მითხრეს რომ აქიმიძე და დვალი წილის გასხვისებაზე უარს აცხადებდნენ და მათთან მოლაპარაკების გზით შედეგს ვერ მიაღწევდნენ

მათი განმარტებით საჭირო იყო გარკვეული ხერხებით მათთვის იეძულებინათ ტელევიზიის წილების დათმობა. კონკრეტულად იძულების რა ხერეხბის გამოყენებას აპირებდნენ ჩემთვის არ უთქვამთივნისში შეხვედრისას მათ მითხრეს, რომ მათმა ჩანაფიქრმა გაამართლა და მათი ძალისხმევის შედეგად დვალი და აქიმიძე თანახმა იყვნენ წილების გასხვისებაზე. საჭირო იყო ახალი მფლობელის მოძებნა.

აქიმიძისა და დვალის მიერ წილების გადაფორმების შემდეგ, ჩვენსა და დამფუძნებლებვს შორის შეხვედრა მოხდა ჩემს სამუშაო კაბინეტში, საქართველოს შსს ცენტრალურ ოფისში. ადეიშვილმა და მერაბიშვილმა უთხრეს რომ შეეძლოთ თავისუფლად გაეგრძელებინათ მათი ბიზნეს საქმიაობა და ამის შემდეგ მათ აღარავინ შეეხებოდა

კითვა: რა შეგიძლიათ თქვათ გაკოტრების საქმის შესახებ. ?

პასუხი: როგორც ავღნიშნე, დვალი და აქიმიძე თავდაპირველად უარს აცხადებნენ წილების გასხვისებაზე ამისთვის ადეიშვილს და მერაბიშვილს სჭირდებოდათ გარკვეული მექანიზმები მათ დასაყოლიებლად. ჩემი ინფორმაციით, რუსთავი 2-ის გაკოტრების საქმე ერასტიმ წამოიწყო ადეიშვილის მითითებით და ეს დამატებითი ბერკეტი იყო დამფუძნებლებისთვის წილების დასათმობად

ოქრუაშვილმა ვერ გაიხსენა თუ როგორ და რა ფორმით  მოხდა თანხის გადახდა აქიმიძისა და დვალისათვის.


ოქრუაშვილი ამ თემაზე დღეს კომენტარს არ აკეთებს. მან “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ამის შესახებ 22 ივლისს, პრესკონფერენციაზე იასუბრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი