ახალი ამბები

ლევან აკინის ფილმმა “და ჩვენ ვიცეკვეთ” ოდესის კინოფესტივალზე გრან პრი აიღო

20 ივლისი, 2019 • 1270
ლევან აკინის ფილმმა “და ჩვენ ვიცეკვეთ” ოდესის კინოფესტივალზე გრან პრი აიღო

რეჟისორ ლევან აკინის ფილმმა “და ჩვენ ვიცეკვეთ” ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან პრი აიღო. მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კი საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციის გამარჯვებული გახდა.

„და შემდეგ ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომლებიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელს ფესტივალზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი