ახალი ამბები

“პარტიზანი მებაღეები” სასტუმრო ბუდაპეშტის აშენების შესაჩერებლად ხელმოწერებს აგროვებენ

25 იანვარი, 2015 • • 1187
“პარტიზანი მებაღეები” სასტუმრო ბუდაპეშტის აშენების შესაჩერებლად ხელმოწერებს აგროვებენ

პარტიზანული მებაღეობის წევრის ნატა ფერაძის თქმით, ხელმოწერების შეგროვება ორშაბათსაც გაგრძელდება სამსახურებსა და უნივერსიტეტებში. ფერაძის თქმით, აიტვირთა ინტერნეტ ვერსია, რომელიც ამობეჭდვა შეუძლია მსურველებს, ასევე, განცხადებაზე მიერთება მსრუველებს კაფე “კანუდოსში” შეეძლებათ. განაცხადს საკრებულოსა და მერიაში სამშაბათს შეიტანენ.

 

“მოვითხოვთ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და მშენებლობის ნებართვის გაცემისას დაშვებული პროცესუალური დარღვევების საფუძველზე მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც ბათილად ცნობს მშენებლობის ნებართვას და შესაძლებელს გახდის, აღნიშნული ტერიტორია განვითარდეს საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად; დადგინდეს, რომ თბილისის ყოფილმა მერმა ბოროტად გამოიყენა სპეციალური ზონალური შეთანხმების გაფორმების უფლებამოსილება და გასცა ნებართვა მშენებლობაზე, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს სარეკრეაციო ზონას და წარმოადგენს საჯარო სივრცის კერძო ინტერესებისათვის გამოყენების ფაქტს”, -წერია განცხადებაში

 

განცხადების ხელმომწერები მერიისგან ითხოვენ, რომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გაუქმდეს, რადგან ეს ტერიტორია მნიშვნელოვანი რეკრეაციული ზონაა. ხელმომწერები მოითხოვენ, რომ გაუმქდეს თბილისის მერის 2013 წლის 24 ივლისის N1592 განკარგულება და მერიის არქიტექტურის სამსახურის No 90979, რადგან ისინი საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

პარტიზანული მებაღეობა თბილისში
პარტიზანული მებაღეობა თბილისში

მასალების გადაბეჭდვის წესი