ახალი ამბები

მოსამართლის ღამის კლუბში ვიზიტი, შეიძლება, დისკომფორტი იყოს – კანდიდატი

17 ივლისი, 2019 • 1521
მოსამართლის ღამის კლუბში ვიზიტი, შეიძლება, დისკომფორტი იყოს – კანდიდატი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ზურაბ აზნაურაშვილის აზრით, მოსამართლის ღამის კლუბში ვიზიტი, შეიძლება, დისკომფორტი იყოს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა აზნაურაშვილს ჰკითხა მოსამართლის ეთიკის ნორმების თაობაზე.

ნაზი ჯანეზაშვილი: რა გეკრძალებათ, რომ გააკეთოთ თქვენი სამოსამართლო საქმიანობის დროს?

ზურა აზნაურაშვილი: მახსოვს, რომ ნიუანსები არის მოსამართლის პრონციპის სტანდარტთან დაკავშირებით, რომელზეც გიპასუხებთ, რომ არ მგონია, რომელიმე იყოს ისეთი, რომელზეც დამჭირდეს ჩემი ქცევის შეცვლა.

ნ.ჯ: – ერთი შეზღუდვა გახსენდებათ, რომელიც დაგიწესდებათ მაშინ, თუ მოსამართლე გახდებით?

ზ.ა: ეს შეეხება, როგორც მახსოვს, საჯარო სივრცეში აქტივობას და რაღაც მსგავსს.

ნ. ჯ. რა აქტივობას, დავაკონკრეტოთ…

ზ.ა. – როგორც ახსენეთ, მაგალითად, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოსამართლის შემთხვევა და მსგავსი ტიპის შეზღუდვები.

ნ.ჯ – ღამის კლუბში შეუძლია მოსამართლეს წავიდეს?!

ზ. ა. – როგორც მახსოვს, არა.

ნ. ჯ. – ასეთი შეზღუდვა სადმე წერია?

ზ. ა – პირდაპირ ღამის კლუბი, ალბათ, ვერც ეწერება, მაგრამ რაღაც ასეთი აქტივობები არის, რომელიც მოსამართლისთვის შეუფერებელია.

ნ. ჯ. – მოსამართლე რომ ღამის კლუბში წავიდეს, შეუფერებელია, თქვენი აზრით?!

ზ.ა. – გააჩნია ღამის კლუბის თუნდაც ფორმატს, მაგრამ შეიძლება, გარკვეული დისკომფორტი იყოს.

ნ. ჯ. – იზოლირებული უნდა იყოს თუ არა მოსამართლე საზოგადოებისგან?

ზ.ა. – არა, რა თქმა უნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი