
მარიამის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულის ჩადენას აღიარებს. კონსულის ინფორმაციით კი, მას ირანში სიკვდილით დასჯა ელოდება. როგორც „ბათუმელებს“ მოგვიანებით საკონსულოში განუმარტეს, ბრალდებულს სიკვდილით იმ შემთხვევაში დასჯიან, თუ ამას ირანში მოკლული ბავშვის ოჯახის წევრები მოითხოვენ.
დღესვე გაავრცელა განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურატურამ.
2013 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლომ უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
16 წლის მარიამ კოჩალიძე ბათუმის ახალ ბულვარში 2013 წლის 22 ივლისს მოკლეს.