ახალი ამბები

ნარმანია: მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგებაზე მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი

21 იანვარი, 2015 • 1179
ნარმანია: მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგებაზე მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი

“მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგებაზე ბიუჯეტით გათვლისწინებული გვაქვს 1 მილიონ ლარზე მეტი,”– განაცხადა თბილისის მთავრობის სხდომაზე დავით ნარმანიამ. 


მისი თქმით, პირველი რიგის ამოცანა პრიორიტეტული მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება და განათებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება იქნება. 

 

“პირველი რიგის ამოცანა უნდა იყოს ძირითადი, პირველი რიგის პრიორიტეტული მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება, განათებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაა. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ფართების გაქირავებასთან და იქიდან შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული საკითხი მოვაწესრიგოთ და მიწისქვეშა გადასასვლელები გავხადოთ რეალურად გამოყენებადი,”– განაცხადა თბილისის მერმა.

 

თბილისის მერიის ცნობით, დავით ნარმანიას დავალებით, დედაქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები შპს “უძრავი ქონება – თბილისის” დაქვემდებარებაში გადავა. ნარმანიამ განაცხადა, რომ შპს “უძრავი ქონება – თბილისი“, რომელიც ამიერიდან დედაქალაქში  არსებულ 41-ვე მიწისქვეშა გადასასვლელის კეთილმოწყობაზე იზრუნებს, თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი