ახალი ამბები

მშენებლობაზე, სადაც მუშა დაიღუპა, უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო – შრომის ინსპექცია

16 ივლისი, 2019 • 1584
მშენებლობაზე, სადაც მუშა დაიღუპა, უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო – შრომის ინსპექცია

შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ინსპექტორის განცხადებით, მშენებლობაზე, სადაც დღეს, 16 ივლისს,  ახალგაზრდა კაცი დაიღუპა, სამშენებლო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობდა:

“უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობდა სამუშაოები. ამის დამადასტურებელი არის თუნდაც ის, რომ სხვა დასაქმებულებმა ვერ წარმოადგინეს თუნდაც ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლითაც უნდა განხორციელდეს სამუშაო.

ასევე, სწავლების ნაწილშიც გაკეთდა ზოგადი კომენტარი სხვა დასაქმებულების მხრიდან,  რომ მათ მხოლოდ ზეპირად უტარდებოდათ შესაბამისი ინსტრუქტაჟები. ველოდებით შესაბამის დოკუმენტაციას, რომ გავეცნოთ და სრულყოფილი დასკვნა დავდოთ”, – განაცხადეს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან.

თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი