საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, დღეიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში არსებული დიფერენცირება იხსნება, რის შედეგადაც, სოციალურად დაუცველებთან ერთად, შშმ პირები, პენსიონრები და სხვა ჯგუფებიც შეძლებენ წამლების შეძენას 1 ლარად.
პრემიერის განმარტებით, საუბარია 35 დასახელების მედიკამნტზე, რომელიც ძირითადად მოიხმარება 6 ქრონიკული დაავადებისას სამკურნალოდ, კერძოდ: გულსისხლძარღვთა დაავადებების, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიისა და პარკინსონისთვის.
საზოგადოებას ვპირდები, გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ჩვენი შეჭირვებული მოქალაქეების ჯიბიდან გადახდილი ხარჯები მედიკამენტებისთვის იყოს მინიმალური და ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
სოციალურად დაუცველის ან სხვა მოწყვლადი ჯგუფების სტატუსის არმქონე მოქალაქეების ნაწილს ძვირადღირებული მედიკამენტების შესაძენად კვლავ თურქეთში უწევს გამგზავრება, რადგან წამლების ფასი მეზობელ ქვეყანაში ორჯერ უფრო უფრო ნაკლებია, ვიდრე საქართველოში.
მედიკამენტების ფასებზე დეტალური ინფორმაცია და თურქეთის ბაზართან შედარებები – ნეტგაზეთის/ბათუმელების არქივიდან:
რატომ ღირს წამლები საქართველოში ორჯერ უფრო ძვირი, ვიდრე თურქეთში