ახალი ამბები

რუსეთის მოქალაქეების აქცია თბილისში საქართველოს მხარდასაჭერად

16 ივლისი, 2019 • 2881
რუსეთის მოქალაქეების აქცია თბილისში საქართველოს მხარდასაჭერად

საქართველოში მყოფმა რუსეთის მოქალაქეებმა პარლამენტთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მხარდაჭერას უცხადებენ ანტისაოკუპაციო მოძრაობას და განმარტავენ, რომ კრემლის პოზიცია რუსი მოქალაქეების მოსაზრებებს არ ემთხვევა.

აქციის წევრები ამბობენ, რომ მიუხედავად რუსული სამთავრობო მედიის პროპაგანდისა, ისინი საქართველოში თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. სწორედ ამის საჩვენებლად შეიკრიბნენ პარლამენტის წინ.

“აქ შეიკრიბა ხალხი, რომელიც მზადაა თავისი პროტესტი საჯარო გახადოს. ისინი მზად არიან დაიცვან იმ ქვეყნის ინტერესები, სადაც ცხოვრობენ. ამ შემთხვევაში კი ეს საქართველოა. აქ შეკრებილი ხალხი ამბობს: “მეგობრებო, კი, გავრილოვი მართლაც გარეწარია, პუტინისთვის კი ბევრი სიტყვის მოფიქრება შეიძლება, მაგრამ ყველა ასეთი არ არის“.

არსებობენ ნორმალური ადამიანებიც, რომლებსაც ესმით, თუ რა ხდება. და ისინი არ შეურიგდებიან იმ არეულობას, რომელიც მათ გარშემო ხდება. თუმცა ჩვენთან არიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც საჯაროდ გამოსვლას ერიდებიან. ეს ზოგისთვის მართლაც სახიფათოა იმიტომ, რომ რუსეთში მათ ოჯახის წევრები ჰყავთ“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე და განმარტავს, რომ აქცია სოციალური ქსელით დაიგეგმა.

“დაიღალე პუტინისგან? დაისვენე საქართველოში,“ . ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

“მე თბილისში ვარ: აქ რუსებს უკეთ ექცევიან, ვიდრე რუსეთში“.
ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

“პუტინს და კრემლს, დაიმახსოვრეთ: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!“. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

“პუტინო! შენ ხუილო და ოკუპანტი ხარ!. მე საქართველოს ვუჭერ მხარს!“. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი