“მწუხარებას გამოვთქვამ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო. იმედს გამოვთქვამ, რომ გამოძიება დროულად დაადგენს ჭეშმარიტებას. თუმცა ეს ვერ გაანელებს იმ ტკივილს, რასაც თითოეული ჩვენგანი განიცდის ვაზაგაშვილების ოჯახში დატრიალებული კიდევ ერთი შემზარავი ტრაგედიით.
ამ მძიმე წუთებში სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში ბატონ იურისთან ერთად იბრძოდა სიმართლისა და ადამიანის უფლებების დასაცავად,”– ნათქვამია მარგველაშვილის Facebook გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
2006 წლის 2 მაისს თბილისში, ”დინამოს” ყოფილი კორტების ტერიტორიაზე, იქ, სადაც ამჟამად იუსტიციის სახლი მდებარეობს, სამართალდამცავებმა სპეცოპერაციისას ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლეს. მაშინდელი გამოძიების ცნობით, სპეცოპერაციის დროს ყაჩაღური ჯგუფის წევრები დაიღუპნენ, რასაც მაშინვე მოჰყვა საზოგადოების ნაწილის პროტესტი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სპეცოპერაციის დროს პოლიციელებმა უდანაშაულო ახალგაზრდები მოკლეს.
ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლებისგან მისი შვილის მკვლელობის ხელახალ გამოძიებას ითხოვდა, ამ მოთხოვნით 2013 წელს იუსტიციის სახლის წინ აქციაც გაიმართა