ასაკის მიხედვით, 2014 წლის 1 იანვრისთვის დაფიქსირდა 57 600 – ერთ წლამდე ასაკის, ხოლო 80 წელს გადაცილებული – 163 600 ადამიანი.
მონაცემები საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაავრცელა.
ამავე სამსახურის ინფორმაციით:
2013 წელს საქართველოში დაიბადა 57 878 და გარდაიცვალა 48 553 ადამიანი.
2013 წელს ქორწინებათა რიცხვი იყო 34 693. აქედან, არასოდეს იმყოფებოდა ქორწინებაში 32 060 კაცი და 32 653 ქალი; დაქორწინებულთაგან 113 კაცი და 85 ქალი იყო ქვრივი, ხოლო 2 406 კაცი და 1 870 ქალი განქორწინებული;
2013 წელს მთლიანობაში 37 000 რეგისტრირებული აბორტი დაფიქსირდა. აქედან 15 წლამდე ქალებში 34 აბორტი გაკეთდა, 15-იდან 19 წლამდე ასაკში – 1 833 აბორტი, 20-44 წლის ასაკის ქალებში – 34 881 ხოლო 45 და მეტი წლის ქალებში – 270 აბორტი.
შედარებისთვის, 2009 წელს სულ გაკეთდა 24 300 აბორტი.
2013 წელს საქართველოში ირიცხებოდა 548 937 ქალი პენსიონერი, ხოლო პენსიონერ მამაკაცთა რიცხვი იყო 308 074.