ახალი ამბები

„საქართველოს სოლიდარობის ფონდმა” საჯარო უწყებები და ორგანიზაციები დააჯილდოვა [ფოტო]

18 იანვარი, 2015 • 1172
„საქართველოს სოლიდარობის ფონდმა” საჯარო უწყებები და ორგანიზაციები დააჯილდოვა [ფოტო]

ფონდის შემაჯამებელ ანგარიშზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ჯილდო გადაეცა. 18.01.2015. ფოტო: შსს
ფონდის შემაჯამებელ ანგარიშზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ჯილდო გადაეცა. 18.01.2015. ფოტო: შსს

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო „სოლიდარობის ფონდში“ დონაციის კუთხით 10 წამყვან უწყებას შორის პირველ ადგილზეა. სამინისტროს ცნობით, მათმა თანამშრომლებმა ფონდში 43 150 ლარი გადარიცხეს. ფონდის შემაჯამებელ ანგარიშზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ჯილდო გადაეცა. შს მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ შეხვედრაზე შეკრებილ სტუმრებს ალექსანდრე ჭიკაიძის სახელით სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა.

 

შეხვედრაზე „სოლიდარობის ჯილდო“ გადაეცა 24 საჯარო უწყებას – როგორც ცენტრალურ სამინისტროებს, ასევე ცალკეულ სამსახურებს, რწმუნებულის აპარატებს, მუნიციპალიტეტებს, ეროვნულ კომისიებსა და საბჭოებს, რომელთა თანამშრომლები სრული (100%) შემადგენლობით მონაწილეობენ სოლიდარობის ფონდის საქმიანობაში, ან ყოველთვიურად ყველაზე მოცულობით ან საშუალოდ ყველაზე მაღალ დონაციებს უზრუნველყოფენ.

ამოქმედებიდან დღემდე სოლიდარობის ფონდის საქმიანობას 240-ზე მეტი საჯარო უწყების 40 000-ზე მეტი თანამშრომელი შეუერთდა. გარდა ამისა, ფონდმა გააფორმა თანამშრომლობითი მემორანდუმები 14 კერძო კომპანიასთან, რომლის ფარგლებშიც მიკროფილანტროპიის, ანუ მცირე ქველმოქმედების საშუალებით ფონდში ხდება რეგულარულად დონაციების მობილიზება.

 

შსს-ს ინფორმაციით, არსებული დახმარებით ფონდში, საერთო ჯამში, 1 701 000 ლარის მობილიზება მოხდა და 1 198 000 ლარით დამტკიცდა 58 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხარჯები. ფონდის დაფინანსებით 18 ბავშვი უკვე გაემგზავრა ან გეგმავს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრებას, მათ შორის განსაკუთრებით ძვირადღირებული ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ჩასატარებლად.

 

„საქართველოს სოლიდარობის ფონდი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ქვეყანაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარებას. ფონდში თანხის შეტანა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებული მოქალაქეებისთვის ნებაყოფლობითია.

დღევანდელ შეხვედრაზე „სოლიდარობის ჯილდო“ გადაეცა 24 საჯარო უწყებას. 18.01.2015. ფოტო: შსს
დღევანდელ შეხვედრაზე „სოლიდარობის ჯილდო“ გადაეცა 24 საჯარო უწყებას. 18.01.2015. ფოტო: შსს

შეხვედრას ქალაქ თბილისის მერი, დავით ნარმანაც დაესწრო.18.01.2015. ფოტო: შსს
შეხვედრას ქალაქ თბილისის მერი, დავით ნარმანაც დაესწრო.18.01.2015. ფოტო: შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი