როგორც BBC წერს, ეს რაოდენობა აჭარბებს 1995 წელს ამავე ადგილას პაპ იოანე პავლე II-ს მესაზე დამსწრეთა რეკორდულ მაჩვენებელს.
ვატიკანის განცხადებით, პაპმა მსახურების ნაწილი 2013 წელს ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნა.
BBC-ს ცნობით, მანილაში დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ პაპს და იმ საკითხებს, რომლებსაც პაპი შეეხო – ღარიბთა დახმარებას, ოჯახის მნიშვნელობას, გარემოს დაცვას.
ადამიანები, რომლებმაც ვერ მიაღწიეს იმ პარკამდე, სადაც მესა ტარდებოდა, მოთმინებით იცდიდნენ თავიანთი ქოლგების ქვეშ, რათა პაპისთვის თვალი მაინც მოეკრათ. როგორც მესაზე მოსულმა ერთ–ერთმა მორწმუნემ, სარამ თქვა, მთელი თავისი ოჯახით პროვინციიდან ჩამოვიდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ პაპს ამ ისტორიული ვიზიტის დროს აუცილებლად ნახავდა.
მესა ფილიპინებში, სადაც 80 მილიონი კათოლიკე ცხოვრობს, აგვირგვინებს პაპის 6–დღიან მოგზაურობას აზიაში. ის მესამე პაპია, რომელიც ფილიპინებს უკანასკნელი 45 წლის განმავლობაში ეწვია.
ფოტორეპორტაჟი მომზადებულია ევროპის პრესფოტოსააგენტოს (EPA) მიხედვით.