ახალი ამბები

“ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის “- საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ამ პოსტში გრიგოლიას არ გულისხმობდა

12 ივლისი, 2019 • 3433
“ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის “- საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ამ პოსტში გრიგოლიას არ გულისხმობდა

“ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის“ – წერს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი ფეისბუკ-პოსტის კომენტარებში, რომელიც ინგა გრიგოლიასა და გიორგი გახარიას ინტერვიუს ეხმიანება.

თუმცა ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ კომენტარი, რომელიც მან დაწერა, გრიგოლიას არ ეხება.

გუშინ ტელეკომპანია “პირველის“ ეთერში ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას შს მინისტრთან, გიორგი გახარიასთან ჰქონდა ინტერვიუ. სწორედ ამ ინტერვიუს ეხმიანება ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტი, რომლის კომენტარებშიც ონიანი წერს: “ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის“.

მისი კომენტარი სქრინის ბოლოს ჩანს.

სქრინი ფეისბუკიდან

 

ნეტგაზეთი დაუკავშირდა ონიანს, რომელმაც წერილობით გვიპასუხა, რომ ფეისბუკ პროფილიც და კომენტარიც მას ეკუთვნის, თუმცა ინგა გრიგოლიას არ გულისხმობდა.

“არ ვიცი, ვისი კომენტარი ვის ეხებოდა, ჩემი კომენტარი არ ეხებოდა ინგა გრიგოლიას. თუ ჩემმა კომენტარმა გამოიწვია მსგავსი აზრი, მინდა დადასტურებით გითხრათ, რომ ეს არ ეხება ინგა გრიგოლიას“,- წერს საკრებულოს თავმდჯომარე.

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ გრიგოლიას არა, რომელ ინგას გულისხმობდა, ლევან ონიანი ამბობს- “მეტი ვერაფრით დაგეხმარებით“.

მასალების გადაბეჭდვის წესი